ლიონელ მესი, ინტერ მაიამი, ფილადელფია უნიონი
Aa
Aa

ვარჯიში განაახლა - მესის დაბრუნებას ფილადელფიასთან ელოდებიან

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ მესი ტრავმირებულია და კოპა ამერიკის დასრულების შემდეგ, ინტერ მაიამის ვერ ეხმარება.

დღეს კი სასიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. ცნობილი გახდა, რომ არგენტინელმა სუპერვარსკვლავმა ვარჯიში დაიწყო.

მიუხედავად ამისა, ინტერ მაიამიში ესმით, რომ ლიონელის ტერფს სერიოზული რეაბილიტაცია სჭირდება და მას არ აჩქარებენ. არის რისკი, რომ ტრავმა უფრო გამიზეზდეს და დევიდ ბექჰემი ამ საკითხს გაგებით ეკიდება.

ავტორიტეტული გამოცემა Goal.Com ვარაუდობს, რომ 8 გზის ოქროს ბურთის მფლობელი 9 სექტემბერს, ჩიკაგოს წინააღმდეგ მატჩის განაცხადში იქნება, მაგრამ დიდი ალბათობით არ ითამაშებს.

წყაროს ცნობით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ოპტიმალურ ფორმაში ფილადელფიასთან დაპირისპირებისთვის იქნება, რომელიც 15 სექტემბერს იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 37 წლის არგენტინელი ინტერ მაიამის 2023 წლის ივლისში შეუერთდა. დღემდე ყველა ტურნირზე ერთად 29 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 25 გოლი გაიტანა და 16 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ცნობისთვის, ჩიკაგოს ხელმძღვანელობამ მეტად საინტერესო გადაწყვეტილება მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ მესი მათ წინააღმდეგ ვერ ითამაშებს, რისი ალბათობაც საკმაოდ მაღალია, სტადიონზე მისული გულშემატკივრები საჩუქარს მიიღებენ.

საქმე შემდეგში გახლავთ - ის გულშემატკივრები, რომლებიც მესის არ ყოფნის შემთხვევაშიც იყიდიან ინეტრ მაიამისთან გასამართი მატჩის ბილეთებს, მომავალ სეზონში, სეზონური აბონიმენტის ღირებულება მათთვის განახევრდება. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კარიერის დასრულების დროა - არავის სურს ხილვა, როგორ აზიანებს რონალდუ საკუთარ მემკვიდრეობას
კარიერის დასრულების დროა - არავის სურს ხილვა, როგორ აზიანებს რონალდუ საკუთარ მემკვიდრეობას