ბილბაო, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდაშვილი მატჩის MVP გახდა - ვალენსია ბილბაოსთან დამარცხდა

ლა ლიგის მე-3 ტურში გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ „სან მამესზე“ „ბილბაოს“ ესტუმრა და 0:1 დამარცხდა.

პირველ ტაიმშივე ბასკები უპირატესობას დაეუფლნენ და ფაქტობრივად ცალკარას თამაშობდნენ. მათი უპირატესობა აშკარა იყო და გოლიც ნელ-ნელა მწიფდებოდა. 21-ე წუთზე მამარდაშვილმა თავისი გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა, როდესაც ინაკი უილიამსის თავური საოცარი ნახტომის შედეგად მოიგერია.

მიუხედავად ამისა, „ბილბაოს“ გაუთავებელმა იერიშებმა შედეგი მაინც გამოიღეს და მასპინძლები არბიტრის მიერ დამატებულ წუთზე დაწინაურდნენ. ბენიატ პრადოს დიასის თავურს მამარდამ ამჯერად ვერაფერი მოუხერხა და ანგარიშიც გაიხსნა.

მეორე ტაიმში „ბილბაო“ ცოტათი დამშვიდდა და შეტევები „ღამურებსაც“ ჰქონდათ, თუმცა ვერაფერი შექმნეს და კვლავ მამარდაშვილის იმედად იყვნენ, რომელიც საბოლოოდ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

რუბენ ბარახას გუნდი ლა ლიგაში 3 ტურის შემდეგ 3 მარცხით ბოლო ადგილზეა და სეზონის ძალიან რთული სტარტი აქვს.

შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილი კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს. „მერსისაიდელებმა“ მის სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო გადაიხადეს. ქართველი მეკარე „ენფილდზე“ 2025/26 წლების სეზონიდან ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გოლამდე ცოტა დააკლდა - კიტეიშვილის შტურმმა თასზე გაიმარჯვა
გოლამდე ცოტა დააკლდა - კიტეიშვილის შტურმმა თასზე გაიმარჯვა