„როცა კვარა ფორმაშია მისი შეჩერება ყველა მცველისთვის პრობლემაა“
„ნაპოლის“ ყოფილი ფეხბურთელი ნიკოლო მორა ანტონიო კონტეს ფორმაციის „პარტენოპეის“ შესახებ საუბრობს და ოპტიმისტურ პროგნოზს აფიქსირებს.
„გუნდში პროგრესი შეინიშნება, ეს აშკარაა. ნაპოლის მომატება კიდევ შეუძლია. მეტოქე გუნდის მცველებს აუცილებლად შეექმნებათ პრობლემები ისეთი ნიჭიერი შემტევების წინააღმდეგ, როგორებიც კვარაცხელია და ნერეში არიან.
როცა ხვიჩა ფორმაშია და თავის ფეხბურთს აჩვენებს, ასეთ დროს ის ნებისმიერი მცველისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. კვარაცხელიას გაჩერება ყველასთვის დიდი გამოწვევაა. ქართველი შემტევის უნარები შერწყმულია შეტევაში და დაცვაში თანაბრად კარგ მოქმედებებთან, მას მოედნის ცენტრიდანაც შეუძლია ხიფათის შექმნა.
რაც შეეხება ნერეშს, კონტეს ყოველთვის სურდა ახალი ფორვარდის დამატება, რომელსაც უფრო სტრატეგიულად გამოიყენებდა და ბრაზილიელი სწორედ ასეთია. ის გუნდის თამაშს დამატებით განზომილებებს შემატებს“.
- ციტირებს მორას სიტყვებს Radio Punto Zero.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ სერია A-ში მესამე ტურის შეხვედრას შაბათს გამართავს. კონტეს გუნდი „პარმას“ უმასპინძლებს (22:45).