დანი ევანსი, კარენ ხაჩანოვი
Aa
Aa

რეკორდი დამყარდა - ყველაზე ხანგრძლივი მატჩი US OPEN-ზე

საჩოგბურთო სამყაროში ამერიკის ღია პირველობა მიმდინარეობს, სადაც დღეს ახალი ისტორია დაიწერა.

ერთმანეთს დანი ევანსი და კარენ ხაჩანოვი დაუპირისპირდნენ. გამარჯვება 5 სეტში ბრიტანელმა მოიპოვა - 6:7 7:6 7:6 4:6 6:4.

აღნიშნული დაპირისპირება იმით იყო გამორჩეული, რომ ამერიკის ღია პირველობის რეკორდი დამყარდა.

ევანსისა და ხაჩანოვის შეხვედრა 5 საათი და 36 წუთი გაგრძელდა, რაც აღნიშნულ დიდ სლემზე სარეკორდო მაჩვენებელია. აქამდე, ამდენი ხანი არასდროს არცერთი მატჩი არ გაგრძელებულა.  ყველაზე ხანგრძლივი მესამე სეტი გამოდგა, რომელმაც საათსა და 13 წუთს გასტანა.

აღსანიშნავია, რომ მეხუთე სეტში ევანსი 0:4-ს აგებდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 6 გეიმი მოიგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა, სადაც არგენტინელ მარიანო ნავონეს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ამერიკის ღია პირველობაზე დომინიკ ტიმმა დიდ სლემზე უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. დომინიკი ბენ შელტონთან დამარცხდა. ცნობისთვის, ავსტრიელმა ჩოგბურთელმა რამდენიმე თვის წინ, საჯაროდ განაცხადა, რომ 2024 წელს მის კარიერაში ამერიკის ღია პირველობა ბოლო დიდი სლემი იქნებოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„არანაირი ორმაგი სტანდარტი არ ყოფილა“ - სინერი თავს იმართლებს
„არანაირი ორმაგი სტანდარტი არ ყოფილა“ - სინერი თავს იმართლებს