ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

კომოს ჩელენჯერი - ბასილაშვილმა კოვალიკს მოუგო და ნიშიკორის შეხვდება

კომოს ჩელენჯერის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი პირველ ნომრად განთესილ კოვალიკს დაუპირისპირდა და უმძიმეს ბრძოლაში, 3 სეტში, 6:2 2:6 6:4 დაამარცხა.

პირველმა სეტმა ნიკოლოზის უპირატესობით ჩაიარა. ქართველმა ჩოგბურთელმა მესამე და მეშვიდე გეიმებში ბრეიკი შეასრულა და მარტივად გაიმარჯვა.

მეორე სეტში იდენტური სცენარი ვიხილეთ, თუმცა კოვალიკის შესრულებით. გამარჯვებულის ბედი მესამე სეტში გამოვლინდა.

ბასილაშვილმა იდეალურად დაიწყო, ორი ბრეიკი შეასრულა და 4:1-ს იგებდა, თუმცა კოვალიკმა ერთი უკუბრეიკის შესრულება შეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა და ნიკოლოზმა მისი დამარცხება შეძლო. აღნიშნული მატჩი 2 საათი და 6 წუთი გრძელდებოდა.

ცნობისთვის, მეორე წრეში ბასილაშვილი კოლოსალურად გამოცდილ კეი ნიშიკორის დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, კომოს ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 74 825 ევრო გახლავთ.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო მატჩი დიდი სლემის ტურნირზე - ტიმი ქომაგებს დაემშვიდობა
ბოლო მატჩი დიდი სლემის ტურნირზე - ტიმი ქომაგებს დაემშვიდობა