ჯონათან ტა
Aa
Aa

ბარსელონამ ტას თაობაზე ლევერკუზენს შეთავაზება გაუკეთა

„ბარსელონა“ ცენტრალური მცველის შეძენას გეგმავს და სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეებში ჯონათან ტას გაფორმებას შეეცდება.

Mundo Deportivo-ს ცნობით, „ლევერკუზენის“ 28 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ „ბარსამ“ გერმანულ კლუბს ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და 20 მილიონი ევრო შესთავაზა.

ტა ჰანსი ფლიკთან გერმანიის ეროვნულ ნაკრებში მუშაობდა და მისი ხელმძღვანელობით თამაშის სურვილი კვლავ აქვს.

გერმანელი მცველის ხელშეკრულება 2025 წლის ივნისში სრულდება და თუ „ლევერკუზენი“ მას ახლა არ გაყიდის, ერთი სეზონის შემდეგ უფასოდ დაკარგავს. აქედან გამომდინარე კლუბი ტრანსფერზე თანახმაა, თუმცა „ფარმაცევტებს“ 30 მილიონის მიღება სურთ. თავის მხრივ, „ბლაუგრანა“ დარწმუნებულია, რომ ტრანსფერის დახურვას შეძლებენ.

„ბარსელონას“ დაცვაში სერიოზული პრობლემები აქვს და კლუბმა მარცხენა გარემარბის ყიდვა გადაიფიქრა. რონალდ არაუხო დეკემბრამდე ვერ დაბრუნდება. ანდრეას კრისტენსენი ვარჯიშზე დაშავდა და მინიმუმ 2 თვეს გამოტოვებს. ტრავმირებულია ერიკ გარსიაც, რომლის გაყიდვაც კატალონიელებს სურთ და წასვლის წინააღმდეგი არც თავად არის. სწორედ მისი გასხვისების შემდეგ გეგმავს „ბარსა“ ტას დამატებას. კლუბს ფინანსების მოზიდვა სჭირდება, რომ ახალწვეულები დაარეგისტრიროს.

ამ მომენტისთვის ჰანსი ფლიკს დაცვის ცენტრში მხოლოდ 2 ჯანმრთელი მცველი ჰყავს - ინიგო მარტინესი და პაუ კუბარსი. მიუხედავად სოლიდური პრობლემებისა „ბარსა“ ლა ლიგას სამიდან სამი მოგებით ერთპიროვნულად ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლიონის თავკაცი: მიქაუტაძე იქცევა ისე, როგორც ლიონელ ახალგაზრდას შეეფერება
ლიონის თავკაცი: მიქაუტაძე იქცევა ისე, როგორც ლიონელ ახალგაზრდას შეეფერება