ლივერპული, ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

მამარდა ვალენსიას ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ათეულშია

გიორგი მამარდაშვილი „ლივერპულში“ გადასვლის შემდეგ, „ვალენსიას“ ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ათეულშია.

ქართველი მეკარის ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაჯდა. „ჯვაროსნების“ მეკარე 1-წლიანი იჯარის წესით „ვალენსიაში“ დარჩება, „ლივერპულს“ კი 2025 წლის ივნისში შეუერთდება.

„ვალენსიას“ ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერების ათეული შემდეგნაირად გამოიყურება:

  1. გაისკა მენდიეტა
  2. ნიკოლას ოტამენდი
  3. შკოდრან მუსტაფი
  4. ჟოაუ კანსელუ
  5. დავიდ ვილა
  6. ანდრე გომეში
  7. ფერან ტორესი
  8. გონსალო გედეში
  9. გიორგი მამარდაშვილი
  10. როდრიგო

ქართველი მეკარე Transfermarkt-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა(45 მილიონი ევრო). საინტერესო ის ფაქტი გახლავთ, რომ აღნიშნული ტრანსფერიდან თბილისის დინამო 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.

საქმე იმაშია, რომ 2021 წელს ვალენსიამ გიორგი დინამოდან 800 000 ევროს სანაცვლოდ იყიდა და კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ღამურებიდან წასვლის შემთხვევაში, თბილისური კლუბი სატრანსფერო ღირებულების 10%-ს მიიღებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდა: ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.
მამარდა: ვალენსიამ შეცვალა ჩემი ცხოვრება და შექმნა ჩემი კარიერა.