კიეზამ დაადასტურა, რომ კარიერას ლივერპულში გააგრძელებს
ტურინის „იუვენტუსის“ გარემარბმა, ფედერიკო კიეზამ დაადასტურა, რომ კარიერას „ლივერპულში“ გააგრძელებს.
„მიხარია, რომ „ლივერპულში“ ვითამაშებ. მსურს, მადლობა გადავუხადო „იუვენტუსს“. ძალიან ბედნიერი ვარ და მოუთმენლად ველი ახალი თავგადასავლის დაწყებას. მადლობას ვუხდი „იუვენტუსის“ გულშემატკივრებს, რომლებიც ამ წლების განმავლობაში მხარს მიჭერდნენ“, - განუცხადა კიეზამ ტურინის აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს.
Federico #Chiesa è in partenza da Torino per raggiungere #Liverpool con un volo privato. “Sono felicissimo e pronto per questa nuova avventura, ci tengo a mandare un saluto ai tifosi della #Juventus” ???? #calciomercato pic.twitter.com/t0KECBD1xQ
— Giovanni Albanese (@GiovaAlbanese) August 28, 2024
კიეზას ტრანსფერთან დაკავშირებით ყველა დეტალი შეთანხმებულია - მერსისაიდელები „ბებერ ქალბატონს“ 26 წლის გარემარბის სანაცვლოდ 13 მილიონ ევროს გადაუხდიან. კიეზა „წითლებთან“ 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
სერია ა-ს გასულ სეზონში კიეზამ 33 მატჩში 9 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა.