გაფუჭებული ფაქსი, საბედისწერო 14 წამი ... სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე უცნაური მომენტები
სატრანსფერო ფანჯარა საფეხურთო ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია. 1990-იან წლებში, ფეხბურთელებს კლუბიდან კლუბში გადასვლა მთელი სეზონის განმავლობაში შეეძლოთ.
თუმცა 2022 წელს, პრემიერ ლიგამ სატრანსფერო ფანჯრისთვის 2 პერიოდი განსაზღვრა: ივნისიდან აგვისტოს ბოლომდე და იანვარი.
სპორტული მედიისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეა, როცა კლუბებს სასურველ გარიგებამდე სულ ცოტა დრო რჩებათ.
მოდი, გავიხსენოთ სხვადასხვა დროის სატრანსფერო ფანჯრის ყველაზე უცნაური და საბედისწერო მომენტები.
„ძარცვა“ აეროპორტში - 2008 წლის აგვისტო
„მანჩესტერ იუნაიეტედმა“ „ტოტენჰემიდან“ დიმიტარ ბერბატოვი იყიდა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ბულგარელი ფეხბურთელით „მაჩესტერ სიტი“ არ დაინტერესდა, რომელიც შეიხ მანსურის მფლობელობაში გადავიდა. იმის საჩვენებლად, რომ მის უძირო ჯიბეს დიდი ამბიციები აქვს, სიტის ხელმძღვანელობამ ბერბატოვის გადაბირება მარტივი მეთოდით - უფრო დიდი თანხის შეთავაზებით სცადა.
„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი, სერ ალექს ფერგიუსონი იმდენად იყო შეშფოთებული ვითარების შეცვლით, რომ აეროპორტში წავიდა და ბერბატოვს პირადად დახვდა.
გაფუჭებული ფაქსი - 2015 წლის აგვისტო
ელექტრონული ფოსტისა და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ფონზე, ფაქსმა აქტუალურობა დაკარგა, თუმცა მან დავიდ დე ხეას ტრანსფერის ჩაშლა მაინც მოახერხა.
2015 წელს, მადრიდის „რეალი“ ფიქრობდა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედიდან“ დე ხეა უკვე იყიდა. ყველაფერი შეთანხმებული იყო და მხოლოდ დოკუმენტების გადაგზავნა იყო საჭირო, თუმცა მაშინ, როდესაც ფანჯარა უკვე იხურებოდა, „რეალმა“ ფაქსის გაუმართაობის გამო, საჭირო დოკუმენტების გაგზავნა დროულად ვერ მოახერხა.
მომხდარის გამო, მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებდნენ, დე ხეა კი „მანჩესტერში“ კიდევ 8 წელი დარჩა.
ჩაძინება - 2008 წლის იანვარი
ზიმბაბველმა ფეხბურთელმა, ბენჯანი მვარუვარიმ „პორტსმუთიდან“ 2007-2008 წლების სეზონზე თავი ისე გამოიჩინა, რომ მისით ბევრი კლუბი დაინტერესდა. მათ შორის იყო „მანჩესტერ სიტიც“, რომელმაც მის სანაცვლოდ კლუბს 8 მილიონი გირვანქა სტერლინგი შესთავაზა.
თუმცა სამედიცინო შემოწმების დრო რომ დადგა, ზიმბაბველმა დააგვიანა. როგორც გაირკვა, მან აეროპორტში 2 რეისი გამოტოვა, მესამე კი გადაიდო. აღმოჩნდა, რომ ფეხბურთელს ჩაეძინა. საბოლოოდ, ის ბაზაზე გამოცხადდა, თუმცა სამედიცინო შემოწმების ვადის ამოწურვამდე სულ რაღაც 45 წუთით ადრე.
როგორც მოგვიანებით, „პორტსმუთის“ მაშინდელმა მწვრთნელმა თავის მემუარებში დაწერა, მვარუვარის სიტიში გადასვლა არ უნდოდა და თვითმფრინავში ჩაჯდომაზე უარს ამბობდა.
საბედისწერო 14 წამი - 2017 წლის აგვისტო
შეიძლება ფიფა უკვე აღარ გამოირჩევა კანონმორჩილი ქმედებებით, თუმცა ისინი კვლავ მიჰყვებიან წესებს, როდესაც საქმე ფეხბურთელების გაყიდვის ვადას ეხება.
ფრანგი ფეხბურთელი, ადრიენ სილვა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ 2017 წლის აგვისტოს, „სპორტინგიდან“ „ლესტერში“ გადადიოდა, თუმცა საჭირო დოკუმენტები სულ რაღაც 14 წამის დაგვიანებით გაიგზავნა. შედეგად მისი კლუბში ოფიციალურად გაფორმება დაიბლოკა.