გიორგი მიქაუტაძე, პიერ საჟი
Aa
Aa

ლიონის თავკაცი: მიქაუტაძე იქცევა ისე, როგორც ლიონელ ახალგაზრდას შეეფერება

„სტრასბურთან“ მატჩის წინ „ლიონის“ მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი კითხვა საქართველოს ნაკრების ფორვარდს, გიორგი მიქაუტაძეს ეხებოდა, რომელმაც „მონაკოსთან“ მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ის უპირატესობას ცენტრფორვარდის პოზიციაზე თამაშს ანიჭებს.

პიერ საჟი:

მიქაუტაძე იქცევა ისე, როგორც ლიონელ ახალგაზრდას შეეფერება - ეს გამოიხატება მისი საუბრის მანერაში, ქცევაში. ის ზრდილობიანი და ძალიან თავაზიანია. მიქაუტაძე გვიან შემოგვიერთდა, ჩვენ მისი ინტეგრაცია დავაჩქარეთ, რათა რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მიგვეცა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ დრო მოვიგეთ“.

„მონაკოსთან“ მატჩის შემდეგ საჟმა განაცხადა, რომ მიქაუტაძეს ფლანგზე წარსულშიც უთამაშია და ადაპტირებისთვის საკმარისი ინტელექტი აქვს, თუმცა აღიარა, რომ ეს ქართველი ფეხბურთელისთვის იდეალური პოზიცია არ არის. გიორგის სიტყვებს გამოეხმაურა „ლიონის“ კაპიტანი ალექსანდრ ლაკაზეტი, რომლის თქმითაც, ამ სიტუაციიდან გამოსავალი მთავარმა მწვრთნელმა უნდა მოძებნოს.

„ლიონი“-„სტრასბურის“ მატჩი 30 აგვისტოს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება, რა დროსაც მიქაუტაძის გუნდი ლიგა 1-ში პირველი ქულების მოპოვებას შეეცდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთით მეტი ლომი ლიონში? | ფრანგული გამოცემა მიქაუტაძესა და ლაკაზეტზე
ერთით მეტი ლომი ლიონში? | ფრანგული გამოცემა მიქაუტაძესა და ლაკაზეტზე