ემპოლი, საბა საზონოვი
Aa
Aa

„ახალგაზრდაა და შეუძლია, სწრაფად მოუმატოს“ - Calcio Empoli საზონოვზე

იტალიური გამოცემა Calcio Empoli საქართველოს ნაკრების მცველის, საბა საზონოვის „ემპოლიში“ შესაძლო ტრანსფერს ეხმიანება. როგორც გამოცემა წერს, საბა საზონოვმა უნდა შეცვალოს სებასტიან ვალუკევიჩი, რომელიც ტოსკანური გუნდის დაცვითი ხაზის ლიდერი იყო.

რას წერს Calcio Empoli საბა საზონოვზე:

„ტორინოში“ საზონოვს არასოდეს ჰქონია გარანტირებული ადგილი სასტარტო შემადგენლობაში. მეტიც, იტალიაში გადაბარგების შემდეგ მას აკლიმატიზაციის გავლა დასჭირდა. თუმცა, ის ახალგაზრდაა (მხოლოდ 22 წლის) და შეუძლია, სწრაფად გააუმჯობესოს თავისი თამაში.

„ტორინოდან“ საზონოვის წასვლის შესახებ გუშინ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. ტურინული კლუბი „ემპოლიდან“ სებასტიან ვალუკევიჩს დაიმატებს, მის სანაცვლოდ კი 5 მილიონ ევროს გადაიხდის და ტოსკანურ კლუბში ორ ფეხბურთელს - საბა საზონოვსა და პიეტრო პელეგრის გაანათხოვრებს.

„ტორინომ“ საზონოვი მოსკოვის „დინამოდან“ 2,7 მილიონ ევროდ 2023 წლის ზაფხულში შეიძინა. მიმდინარე სეზონში საზონოვმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა - ქართველი ცენტრალური მცველი „მილანის“ წინააღმდეგ მატჩში მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„კატაა, ძალიან მოქნილი და სხარტია“ | რას წერს ბრიტანული გამოცემა მამარდაშვილზე
„კატაა, ძალიან მოქნილი და სხარტია“ | რას წერს ბრიტანული გამოცემა მამარდაშვილზე