უეფა, ალექსანდრ ჩეფერინი, ჯანლუიჯი ბუფონი
Aa
Aa

ბუფონი უეფას პრეზიდენტის ჯილდოს მიიღებს

იტალიის ნაკრებისა და „იუვენტუსის“ ყოფილი მეკარე, ჯანლუიჯი ბუფონი უეფას პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის ჯილდოს მიიღებს, რომელიც ფეხბურთელებს გამორჩეული მიღწევებისთვის, მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული პიროვნული თვისებებისთვის გადაეცემა.

ჯიჯი „სკუადრა აძურაში“ ჩატარებული 176 მატჩით, იტალიის ნაკრების რეკორდსმენია მეკარეებს შორის, თამაშების რაოდენობით, ხოლო ევროპული ნაკრებების საერთო რეკორდსმენებს შორის, მეოთხე ადგილს იკავებს.

„ჯანლუილი ბუფონი - ეს არის ფეხბურთელი, რომლითაც აღფრთოვანებული ვარ მას შემდეგ, რაც ის ფეხბურთში გამოჩნდა. ეს იყო ახალგაზრდა და ქარიზმატული მეკარე „პარმადან“. მისი ავტორიტეტული თამაში და მიზანდასახულობა შთააგონებს გულშემატკივრებს მთელ მსოფლიოში“ - განაცხადა ალექსანდრ ჩეფერინმა.

ჯანლუიჯი ბუფონი საკლუბო კარიერის განმავლობაში, „პარმაში“, „იუვენტუსში“ და „პარი სენ-ჟერმენში“ თამაშობდა. მან 10-ჯერ სკუდეტო, 6-ჯერ კოპა იტალია, 6-ჯერ იტალიის სუპერთასი, ერთხელ საფრანგეთის ლიგა 1 და ერთხელ უეფას თასი მოიგო. იტალიის ნაკრების შემადგენლობაში კი 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ბარახა მამარდაზე: კარგი სიახლე ისაა, რომ ის ჩვენთან დარჩება
ბარახა მამარდაზე: კარგი სიახლე ისაა, რომ ის ჩვენთან დარჩება