გიორგი ბერიძე, ქოჯაელისპორი
Aa
Aa

გიორგი ბერიძემ შესაძლოა ქოჯაელისპორი დატოვოს

„ქოჯაელისპორის“ ქართველმა შემტევმა, გიორგი ბერიძემ შესაძლოა თურქული კლუბი დატოვოს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, კლუბის ხელმძღვანელობა მიმდინარე სეზონის სტარტზე ბერიძის თამაშით უკმაყოფილო იყო, რის გამოც ის 23 აგვისტოს „ერზურუმის“ წინააღმდეგ მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.

მედიის ცნობით, ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით თურქეთის პირველი ლიგის ორი კლუბი - „ჩორუმი“ და „ესენლერ ეროქსპორი“ არიან დაინტერესებულები.

27 წლის ბერიძეს „ქოჯაელისპორთან“ კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში ეწურება და დიდი ალბათობით ის გუნდს მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვებს.

გიორგი ბერიძე „ქოჯაელისპორში“ 2023 წლიდან თამაშობს. სხვადასხვა დროს მას გორის „დილაში“, „ზესტაფონში“, ბელგიურ „ლოკერენში“, უნგრულ „უიპეშტსა“ და თურქულ „ანკარაგიუჯუში“ უთამაშია. საქართველოს ნაკრებში ბერიძეს 8-ჯერ აქვს ნათამაშები, 2023 წელს მონღოლეთთან ამხანაგურ შეხვედრაში მან ეროვნული გუნდის მაისურით ერთადერთი გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ემპოლიში საზონოვის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა
ემპოლიში საზონოვის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა