ჰარი კეინს ოქროს ბუცი გადასცეს
ჰარი კეინს, რომელიც გასული სეზონის შედეგებით, ყველა ევროპული ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა, „ოქროს ბუცი“ გადაეცა.
მიუნხენის „ბაიერნის“ ინგლისელმა ფეხბურთელმა, ბუნდესლიგაში სადებიუტო სეზონის განმავლობაში, 36 გოლი გაიტანა.
„ფანტასტიკური შეგრძნებაა. მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კლუბსა და თანაგუნდელებს. ეს ჯილდო ყველასთვისაა - თქვენ გარეშე მე აქ არ ვიდგებოდი“, - განაცხადა კეინმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
ცნობისთვის, კეინი მიუნხენის ბაიერნს გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შეუერთდა. იქამდე კი 14 წლის განმავლობაში ტოტენჰემის ღირსებას იცავდა.