რომელუ ლუკაკუ, ხვიჩა კვარაცხელია, დავიდ ნერეში
Aa
Aa

კვარა, ლუკაკუ, ნერეში - საოცნებო ტრიო კონტეს ნაპოლისთვის | რას წერს იტალიური მედია

ქართველი აბრადაკაბრა, ბელგიელი ბომბდამშენი და ბრაზილიელი ჟონგლიორი - ასე ახასიათებს იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ი ხვიჩა კვარაცხელიას, რომელუ ლუკაკუსა და დავიდ ნერეშს.

რას წერს Corriere dello Sport:

„კვარა მოიტანს გენიალურობას, რომელუ ძალას, დავიდი შესანიშნავ ტექნიკას, ერთად კი ისინი შექმნიან გოლებს, საგოლე პასებს. აჩვენებენ ტალანტს, ძალას, სისწრაფეს, დრიბლინგს, იდეებსა და შოუს. ახლა კონტეს თავდასხმაში ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ გამოწვევა მიიღოს და ჩემპიონთა ლიგაში დაბრუნდეს“.

„კვარაცხელია - ლიდერი K: ეს არის ადამიანი, რომელსაც ბურთით ყველაფრის კეთება შეუძლია, ისწრაფვის ჩემპიონობისკენ და ლიდერობისკენ, რომელიც სულში ფლობს ფეხბურთს“.

შეგახსენებთ, რომ „ბოლონიას“ წინააღმდეგ, კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი გარემარბი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მისმა გუნდმა სერია A-ს ახალ სეზონში, პირველი გამარჯვება იზეიმა - 3:0.

„ნაპოლი'' იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში „პარმას'' მიიღებს (31 აგვისტო), შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა კვარა ტურის სიმბოლურში შეიყვანა | „უბრალოდ შეუჩერებელი იყო“
Goal-მა კვარა ტურის სიმბოლურში შეიყვანა | „უბრალოდ შეუჩერებელი იყო“