ემპოლი, ტორინო, საბა საზონოვი
Aa
Aa

ემპოლიში საზონოვის ტრანსფერზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, საბა საზონოვის „ტორინოდან“ „ემპოლიში“ ტრანსფერზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა წერს.

მისი ინფორმაციით, საბა „ემპოლიში“ იჯარით ითამაშებს, თუმცა ტოსკანურ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნება. ორმხრივი შეთანხმების შემთხვევაში, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ საზონოვი „ემპოლისთან“ 2028 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს.

„ტორინოდან“ საზონოვის წასვლის შესახებ გუშინ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ჯანლუკა დი მარციომ გაავრცელა. ტურინული კლუბი „ემპოლიდან“ სებასტიან ვალუკევიჩს დაიმატებს, მის სანაცვლოდ კი 5 მილიონ ევროს გადაიხდის და ტოსკანურ კლუბში ორ ფეხბურთელს - საბა საზონოვსა და პიეტრო პელეგრის გაანათხოვრებს.

„ტორინომ“ საზონოვი მოსკოვის „დინამოდან“ 2,7 მილიონ ევროდ 2023 წლის ზაფხულში შეიძინა. მიმდინარე სეზონში საზონოვმა მხოლოდ ერთხელ ითამაშა - ქართველი ცენტრალური მცველი „მილანის“ წინააღმდეგ მატჩში მოედანზე 88-ე წუთზე შევიდა.

რაც შეეხება „ემპოლის“, ორი ტურის შემდეგ ის სერია ა-ს სატურნირო ცხრილის მე-7 პოზიციაზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბუდუ რუმინულ კლუბს სურდა - რატომ არ შედგა მოლაპარაკება კარლსრუესთან
ბუდუ რუმინულ კლუბს სურდა - რატომ არ შედგა მოლაპარაკება კარლსრუესთან