ჩელსი ოსიმენის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ლონდონის „ჩელსი“ „ნაპოლის“ ნიგერიელი ფორვარდის, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერზე მუშაობს. ამის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ცნობით, ოსიმენს „ალ აჰლის“ შეთავაზებაც აქვს, თუმცა მას ნიგერიელი მხოლოდ იმ შემთხვევაში მიუბრუნდება, თუ „ჩელსისთან“ შეთანხმებას ვერ მიაღწევს.
გარდა ამისა, „ჩელსის“ მაისური შეიძლება მოირგოს „მანჩესტერ იუნაიტედის“ გარემარბმა, ჯეიდონ სანჩომ, რომლის ტრანსფერსაც „არისტოკრატები“ მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავენ, თუ „იუნაიტედი“ რაჰიმ სტერლინგს წაიყვანს.
ვიქტორ ოსიმენს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მისი გამოსასყიდი თანხა 130 მილიონი ევროა. „ნაპოლის“ სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ განაცხადა, რომ ნიგერიელი „პართენოპეისთვის“ ფუნდამენტური მნიშვნელობის ფეხბურთელია და „კლუბი მას იაფად ვერ შეელევა“. თავის მხრივ, ოსიმენის აგენტმა, რობერტო კალენდამ განაცხადა, რომ „ვიქტორს ევროპაში ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს“.