„ნაკერებს ბუჩქის საკრეჭი მაკრატლით იღებს“ | დენა უაითმა მერაბზე ისაუბრა
UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი მერაბ დვალიშვილის პოსტს გამოეხმაურა. რამდენიმე საათის წინ, „მანქანამ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ თვალის არესთან მიღებულ ჭრილობაზე დადებულ ნაკერებს მაკრატლით თავად იღებს და უაითმა სწორედ ამაზე ილაპარაკა.
„მერაბი ძალიან მაგარია არა?! სიმართლე გითხრათ, მგონი დამცინის და ცდილობს, წყობიდან გამომიყვანოს. ვისაუბრე თუ არა დვალიშვილთან? არა, რაც უნდა, ის გააკეთოს. რაც უნდა, ის გააკეთოს.
გინახავთ მაკრატელი, რომელსაც ნაკერების ამოსაღებად იყენებენ? ძალიან პატარა მაკრატელია და თავზე სპეციალური რაღაც აქვს, რათა კანი არ დაიზიანო. მერაბი კი ნაკერებს იჭრიდა მაკრატლით, რომელსაც მებაღეები ბუჩქის საკრეჭად იყენებენ“.
ცნობისთვის, მერაბი მომდევნო ბრძოლას საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და შონ ომალის დაუპირისპირდება. უაითის თქმით, რომელიმე მათგანს რამე რომ მოუვიდეს და მათი ჩანაცვლება გახდეს საჭირო, UFC-ის სერიოზული ზიანი მიადგება, რადგან ორგანიზაციას ღონისძიებ, რომელსაც ლას-ვეგასში მდებარე „სფერომ“ უნდა უმასპინძლოს, ძალიან ძვირი უჯდება.