კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

რონალდუს მაგარი ჯარიმა - ალ ნასრიმ მარტივად გაიმარჯვა

საუდის არაბეთის პრო ლიგის მეორე ტურში ალ ნასრი ალ ფეიჰას ესტუმრა და 4:1 გაანადგურა. გამორჩეული მატჩი ჰქონდა კრიშტიანუ რონალდუს.

პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა პირველი ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში ულამაზესი ჯარიმა გაიტანა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა. იქამდე კი ტალისკას საგოლე გადაცემა გაუკეთა.

აღსანიშნავია, რომ ვეტერანმა თავდამსხმელმა კარიერაში 899-ე გოლი გაიტანა და სიმბოლურ 900 ნიშნულთან 1 გოლი აშორებს. ალ ნასრის მხრიდან, რონალდუს გარდა გოლები ტალისკამ(2) და ბროზოვიჩმა გაიტანეს.

ცნობისთვის, სულ ცოტა ხნის წინ, კრიშტიანუმ განაცხადა, რომ ალ ნასრი მისი ბოლო კლუბი იქნება და კარიერას 2 ან 3 წელიწადში დაასრულებს.

შეგახსენებთ, 2 ტურის შემდეგ, ალ ნასრის 4 ქულა აქვს. შემდეგ ტურში რონალდუს გუნდი ალ აჰლის უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გიუნდოგანი: “სამომავლოდ მწვრთნელობა მსურს, პეპი დამეხმარება“
გიუნდოგანი: “სამომავლოდ მწვრთნელობა მსურს, პეპი დამეხმარება“