მარცხი 4 სეტში - ციციპასი ამერიკის ღია პირველობას დაემშვიდობა
Aa
Aa

მარცხი 4 სეტში - ციციპასი ამერიკის ღია პირველობას დაემშვიდობა

საჩოგბურთო სამყაროში წლის ბოლო დიდი სლემის ტურნირი ამერიკის ღია პირველობა მიმდინარეობს, სადაც პირველივე წრეში სენსაცია დაფიქსირდა.

სტეფანოს ციციპასი თანასი კოკინაკისს დაუპირისპირდა და 4 სეტში 6:7 6:4 3:6 5:7 დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

ბერძენი ჩოგბურთელი ბოლო პერიოდში საშინელ ფორმაშია. მეტიც, უკანასკნელად ტიტული მან 2023 წლის აგვისტოში მექსიკაში გამართულ ტურნირზე მოიგო. მიმდინარე სეზონში კი არაფერი გამოსდის.

სულ ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ სტეფანოსს მამამისთან კონფლიქტი მოუვიდა და მასთან მუშაობაზე უარი თქვა.

შეგახსენებთ, რომ სტეფანოსის მწვრთნელი მამამისი იყო და ახლა მათი ამ კუთხით ურთიერთობა შეწყვეტილია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სინერი დოპინგზე ჩავარდა - დისკვალიფიკაციას ჯერჯერობით გადაურჩა
სინერი დოპინგზე ჩავარდა - დისკვალიფიკაციას ჯერჯერობით გადაურჩა