გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად - მამარდაშვილი ლივერპულის მეკარეა

როგორც მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ გიორგი მამარდაშვილმა ლივერპულში სამედიცინო შემოწმება გაიარა.

დღეს, მერსისაიდული გრანდის ოფიციალურმა გვერდმა დაადასტურა, რომ ქართველი კარის დარაჯი მათი ფეხბურთელია.

ტრანსფერი 35 მილიონი ევრო დაჯდა. ჯვაროსნების მეკარე 1-წლიანი იჯარის წესით ვალენსიაში დარჩება. ლივერპულს კი 2025 წლის ივნისში შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ საუბარი მიმდიანრეობდა ბორნმუთში იჯარაზე, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ და სწორედ ამის გამო გიორგი 1 სეზონით ვალენსიაში დარჩება.

იმასაც გეტყვით, რომ ქართველი მეკარე Transfermarkt-ის მონაცემებით, მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა(45 მილიონი ევრ.)

საინტერესო ის ფაქტი გახლავთ, რომ აღნიშნული ტრანსფერიდან თბილისის დინამო 3.5 მილიონ ევროს მიიღებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ 2021 წელს ვალენსიამ გიორგი დინამოდან 800 000 ევროს სანაცვლოდ იყიდა და კონტრაქტში ჩაიდო პუნქტი, რომლის მიხედვითაც ღამურებიდან წასვლის შემთხვევაში, თბილისური კლუბი სატრანსფერო ღირებულების 10%-ს მიიღებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები