ჟოაუ კანსელუ, ალ ჰილალი
Aa
Aa

წელიწადში 20 მილიონი - კანსელუ ალ ჰილალის ფეხბურთელია

როგორც მოგეხსენებათ, ჟოაუ კანსელუს მანჩესტერ სიტიში დაბრუნება არ სურდა. არც მანჩესტერ სიტის სურდა მისი შენარჩუნება, ბარსელონამ კი ის ვერ გამოისყიდა.

პორტუგალიელი უკანახაზელის გადაბირებით ალ ჰილალი ინტერესდებოდა. დღეს ცნობილი გახდა, რომ კანსელუ არაბულ კლუბს ოფიციალურად შეუერთდა.

ჟოაუმ ალ ჰილალთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და წელიწადში მისი ანაზღაურება 20 მილიონი ევრო იქნება. ტრანსფერი კი 25 მილიონი ევრო დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიელს პეპ გუარდიოლასთან კონფლიქტი მოუვიდა და ჯერ ბაიერნში გაანათხოვრეს, შემდეგ ბარსელონაში.

კატალონიურ გუნდში თავი კარგად წარმოაჩინა, მაგრამ ბარსამ ფინანსური პრობლემების გამო მისი გამოსყიდვა ვერ მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს საკმაოდ მძიმე ხასიათი აქვს და სწორედ ამიტომ ვერ ძლებს ვერცერთ კლუბში დიდი ხნით. ჟოაუმ 1 სეზონი ინტერში გაატარა, 1 იუვენტუსში, 1 ბარსელონაში და 1 ბაიერნში. ყველაზე დიდი ხნით ის (3 სეზონი) ვალენსიაში დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად - მიკელ მერინო არსენალის ფეხბურთელია
ოფიციალურად - მიკელ მერინო არსენალის ფეხბურთელია