ვლადიმირ ვაისი, გურამ კაშია, სლოვანი
Aa
Aa

“დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ“ - ვაისი მიდტიულანდთან მატჩის წინ

ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის განმეორებით მატჩში ბრატისლავის სლოვანი მიდტიულანდს უმასპინძლებს. მატჩს წინ, მასპინძელთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ვაისი:

„ამ მატჩს ცხოვრებისეულ შანსს ვერ დავარქმევ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეთ. სამ წელზე მეტია აქ ვარ და ეს ცოტა არ არის. დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ჩემი დანაპირების შესრულებისთვის.

მიდტიულანდთან მატჩში ერთმა მცირე დეტალმაც კი შეიძლება წარმატება მოგვიტანოს. დაძაბულ შეხვედრას ველოდებით. ჩვენი მეტოქე თანამედროვე გუნდია, რომელსაც სისწრაფე და სიმძლავრე თანაბრად გააჩნია. ვფიქრობ, გაიმარჯვებს ის, ვინც უფრო ზუსტი იქნება მომენტების გამოყენების დროს.“

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 1:1 დასრულდა. მომავალი მატჩი 28 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

აღნიშნული შეხვედრა იმით იწვევს ინტერესს, რომ სლოვანის რიგებში გურამ კაშია თამაშობს, რომელსაც შესანიშნავი შანსი აქვს კარიერაში პირველად ითამაშოს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სანიოლი ნაკრებში აბურჯანიას დააბრუნებს? - როგორი იქნება ნახევარდაცვის ცენტრი
სანიოლი ნაკრებში აბურჯანიას დააბრუნებს? - როგორი იქნება ნახევარდაცვის ცენტრი