პეპ გუარდიოლა, მანჩესტერ სიტი, ილქაი გიუნდოგანი
Aa
Aa

გიუნდოგანი: “სამომავლოდ მწვრთნელობა მსურს, პეპი დამეხმარება“

როგორც მოგეხსენებათ, ილქაი გიუნდოგანმა ბარსელონა დატოვა და მანჩესტერ სიტიში ოფიციალურად დაბრუნდა.

თურქული ფესვების მქონე გერმანელმა ქალაქელებთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. სულ ცოტა ხნის წინ კი გიუნდოგანმა კომენტარი გააკეთა.

გიუნდოგანი:

„ძალიან ინტენსიური წელი იყო. პეპ გუარდიოლას მის ტაქტიკაზე ვესაუბრე. მუდამ ვცდილობ მისგან რაიმეს სწავლას. სამომავლოდ მსურს მწვრთნელი გავხდე და მასთან კონსულტაცია მნიშვნელოვნად წამადგება.

კარიერის დასრულებას ჯერ არ ვაპირებ. მინდა, რომ რამდენიმე წელი კიდევ ვითამაშო. ამის შესაძლებლობას ჩემი ფიზიკური მონაცემები მაძლევს. მენტალურად საოცარ დონეზე ვარ და უბრალოდ მსურს ფეხბურთის თამაშით სიამოვნება მივიღო.“

შეგახსენებთ, რომ 33 წლის ნახევარმცველმა მანჩესტერ სიტი გასული ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს დატოვა და ბარსელონას შეუერთდა, თუმცა 1 წელის შემდეგ კვლავ ქალაქელებში დაბრუნება არჩია.

ცნობისთვის, გიუნდოგანმა თავის კარიერაში მანჩესტერ სიტის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 305-ჯერ მოირგო, 60 გოლი გაიტანა და 38 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
CIES-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა
CIES-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა