არსენალი, მიკელ მერინო
Aa
Aa

ოფიციალურად - მიკელ მერინო არსენალის ფეხბურთელია

მიკელ მერინოს საგა დასრულდა. ესპანელი ნახევარმცველი ლონდონის არსენალის ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაცია მეთოფეების ვებ-გვერდმა გაავრცელა.

კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, არსენალის მთავარმა მწვრთნელმა მიკელ არტეტამ კომენტარი გააკეთა.

არტეტა:

„მერინო არის ფეხბურთელი, რომელიც ხარისხს და გამოცდილებას მოგვიტანს. მას ტოპ დონეზე აქვს ნათამაშები, როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო კუთხით. მიკელი ჩვენს გუნდს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.“

შეგახსენებთ, რომ მერინოს გადაბირება ბარსელონას სურდა, თუმცა ტრანსფერზე უარი თავად ფეხბურთელმა თქვა.

ცნობისთვის, მიკელის წინა კლუბი რეალ სოსიედადი იყო, სადაც 2018 წლიდან თამაშობდა. ყველა ტურნირზე ერთად 242 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 27 გოლი გაიტანა და 30 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
CIES-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა
CIES-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა