გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, ერლინგ ჰოლანდი, ბუკაიო საკა, ჯუდ ბელინგემი
Aa
Aa

CIES-მა ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა

სპორტის შესწავლის საერთაშორისო ცენტრმა (CIES) მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების რეიტინგი გამოაქვეყნა.

CIES-ის შეფასებით, ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემია, რომლის ღირებულებაც 228-289 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს.

მეორე ადგილზეა „მანჩესტერ სიტის“ ნორვეგიელი ფორვარდი, ერლინგ ჰოლანდი (205-260 მილიონი ევრო), მესამეზე კი ლონდონის „არსენალის“ ინგლისელი გარემარბი, ბუკაიო საკა (147-187 მილიონი ევრო).

ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების პირველი ათეული ასე გამოიყურება:

  1. ჯუდ ბელინგემი („რეალი“/ინგლისი) 228-289 მილიონი ევრო
  2. ერლინგ ჰოლანდი („სიტი“/ნორვეგია) 205-260 მილიონი ევრო
  3. ბუკაიო საკა („არსენალი“/ინგლისი) 147-187 მილიონი ევრო
  4. ლამინ იამალი („ბარსელონა“/ესპანეთი) 134-170 მილიონი ევრო
  5. ხულიან ალვარესი („ატლეტიკო“/არგენტინა) 117-149 მილიონი ევრო
  6. ფლორიან ვირცი („ლევერკუზენი“/გერმანია) 108-137 მილიონი ევრო
  7. ჯამალ მუსიალა („ბაიერნი“/გერმანია) 103-130 მილიონი ევრო
  8. კოულ პალმერი („ჩელსი“/ინგლისი) 99-126 მილიონი ევრო
  9. რასმუს ჰოილუნდი („მანჩესტერი“/დანია) 96-122 მილიონი ევრო
  10. ლაუტარო მარტინესი („ინტერი“/არგენტინა) 95-120 მილიონი ევრო

აღსანიშნავია, რომ „ნაპოლის“ ქართველი გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რეიტინგის მე-17 პოზიციაზე აღმოჩნდა. CIES-ის შეფასებით, მისი ღირებულება 74-94 მილიონი ევროა. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ის 51-ე ადგილზეა, ხოლო მისი ღირებულება 30-38 მილიონი ევროს ფარგლებში მერყეობს. 

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას ტრანსფერის დეტალები | რა ბონუსებზე შეთანხმდნენ ლივერპული და ვალენსია
მამარდას ტრანსფერის დეტალები | რა ბონუსებზე შეთანხმდნენ ლივერპული და ვალენსია