ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

იტალიელი ჟურნალისტი: კვარაცხელიამ დიდი ენერგია და შეუპოვრობა აჩვენა

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, სალვატორე ბიაცომ იტალიურ მედიასთან „ნაპოლის“ ბოლო მატჩზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა.

ბიაცომ კვარა შეაქო და აღნიშნა, რომ ქართველმა ფეხბურთელმა ხელახლა აჩვენა ის ბედნიერება და ენთუზიაზმი, რომელიც გასულ წელს აკლდა.

„ეს განახლებული სული ნათელი იყო „ბოლონიასთან“ თამაშის დროს, სადაც კვარაცხელიამ დიდი ენერგია და შეუპოვრობა აჩვენა“, - თქვა ჟურნალისტმა.

ამასთან, მან როგორც აღნიშნა, ეჭვგარეშეა, რომ კვარას ხელფასი დაკორექტირდება.

შეგახსენებთ, რომ „ბოლონიას“ წინააღმდეგ, კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი გარემარბი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მისმა გუნდმა სერია A-ს ახალ სეზონში, პირველი გამარჯვება იზეიმა - 3:0.

„ნაპოლი'' იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში „პარმას'' მიიღებს (31 აგვისტო), შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Goal-მა კვარა ტურის სიმბოლურში შეიყვანა | „უბრალოდ შეუჩერებელი იყო“
Goal-მა კვარა ტურის სიმბოლურში შეიყვანა | „უბრალოდ შეუჩერებელი იყო“