ჩელსი, ნაპოლი, რომელუ ლუკაუ
Aa
Aa

სამედიცინო შემოწმებას მალე გაივლის - ლუკაკუს ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია

რომელუ ლუკაკუს საგა დასრულდა. გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი წესრიგშია. ბელგიელი თავდამსხმელი სულ მალე ნეაპოლში გაემგზავრება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

სატრანსფერო ღირებულებად 30 მილიონი ევრო სახელდება, რომელსაც ბონუსებიც დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუს ნაპოლში გადასვლის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც მთავარ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნა. იტალიელმა სპეციალისტმა მისი ტრანსფერი პირადად მოითხოვა.

ჯერჯერობით უცნობია ვიქტორ ოსიმენის მომავალი. მისი გადაბირება არცერთ ევროპულ გუნდს არ სურს, რადგან ნიგერიელი კვირაში 500 000 ევროს ითხოვს. აღნიშნულ თანხას მხოლოდ არაბული კლუბები იხდიან, მაგრამ ოსიმენს საუდის არაბეთში წასვლა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ლუკაკუს სერია ა-ში თამაშის გამოცდილება აქვს. ბელგიელი სხვადასხვა წლებში ინტერის და რომას ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მე ბედნიერი ვარ ამ კლუბში“ - იქნება თუ არა „ალ ნასრი“ რონალდუს ბოლო გუნდი?
„მე ბედნიერი ვარ ამ კლუბში“ - იქნება თუ არა „ალ ნასრი“ რონალდუს ბოლო გუნდი?