იუვენტუსი, ვოიცეხ შჩესნი
Aa
Aa

ოფიციალურად - შჩესნიმ კარიერა დაასრულა

როგორც მოგეხსენებათ, ტიაგო მოტამ იუვენტუსში დანიშვნის შემდეგ, გუნდიდან არაერთი ფეხბურთელი გაუშვა, მათ შორის ვოიცეხ შჩესნი.

გულშემატკივრები ვარაუდობდნენ, რომ 34 წლის მეკარე სხვა გუნდს ნახავდა, თუმცა ასე არ მოხდა.

დღეს ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ შჩესნიმ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ეს ინფორმაცია ფაბრიციო რომანომაც დაადასტურა.

შეგახსენებთ, რომ პოლონელმა კარის დარაჯმა საფეხბურთო კარიერა ვარშავას აგრიკოლაში დაიწყო, შემდეგ 1 წლით ლეგიას შეუერთდა.

2006 წელს ლონდონის არსენალის აკადემიაში ჩაირიცხა და 2009 წლიდან 2017 წლამდე პირველ გუნდში თამაშობდა. 2017 წელს ტურინის იუვენტუსს შეუერთდა. ასევე, შჩესნი 2009/2024 წლებში პოლონეთის ნაკრების ღირსებას იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარახა მამარდაზე: კარგი სიახლე ისაა, რომ ის ჩვენთან დარჩება
ბარახა მამარდაზე: კარგი სიახლე ისაა, რომ ის ჩვენთან დარჩება