კრიშტიანუ რონალდუ, ალ ნასრი
Aa
Aa

„მე ბედნიერი ვარ ამ კლუბში“ - იქნება თუ არა „ალ ნასრი“ რონალდუს ბოლო გუნდი?

კრიშტიანუ რონალდუ „ალ ნასრიდან“ წასვლას არ აპირებს და როგორც პორტუგალიელი ფეხბურთელი ამბობს, კარიერის დასრულებამდე, ის „სავარაუდოდ“ მისი ბოლო კლუბი იქნება.

39 წლის ბომბარდირი არაბულ კლუბში 2023 წლის იანვარში, „მანჩესტერ იუნაიტედიან“ წამოსვლის შემდეგ გადავიდა.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რონალდუ შესაძლოა„სპორტინგში“ დაბრუნდეს, სადაც მან კარიერა დაიწყო, თუმცა პორტუგალიურ მედიასთან მან ეს დაადასტურა.

რა თქვა რონალდუმ:

„არ ვიცი, კარიერას მალე დავასრულებ თუ არა, 2 თუ 3 წელში, თუმცა სავარაუდოდ, „ალ ნასრი“ ჩემი ბოლო კლუბი იქნება. მე აქ ბედნიერი ვარ და ამ ქვეყანაში თავს კარგად ვგრძნობ. ბედნიერი ვარ საუდის არაბეთში თამაშით და მინდა თამაში აქ გავაგრძელო“.

კითხვაზე, აპირებს თუ არა მწვრთნელობას კარიერის დასრულების შემდეგ, რონალდუმ თქვა, რომ ამ პოზიციაზე თავის მომავალს ვერ ხედავს.

პორტუგალიელს „ალ ნასრთან“ კონტრაქტი 2025 წლამდე აქვს.

რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში 3-ჯერ პრემიერ ლიგა, 2-ჯერ ინგლისის ლიგის თასი, ერთხელ ინგლისის ასოციაციის თასი, ერთხელ ინგლისის სუპერ თასი, ერთხელ ჩემპიონთა ლიგა და ერთხელ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი აქვს მოგებული.

გაცილებით უფრო წარმატებული იყო მისი მადრიდული კარიერა და „რეალს“ 2-ჯერ ლა ლიგის, 2-ჯერ კოპა დელ რეის, 2-ჯერ ესპანეთის სუპერ თასის, 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგის, 2-ჯერ უეფას სუპერ თასისა და 3-ჯერ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მოგებაში დაეხმარა.

„იუვენტუსთან“ ერთად 2-ჯერ იტალიის ჩემპიონი, ამდენჯერვე იტალიის სუპერთასის გამარჯვებული და ერთხელ იტალიის თასის მფლობელი გახდა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა დაბრუნდა, გაიღიმე კონტე“ – Gazzetta-ს შეფასება
„კვარა დაბრუნდა, გაიღიმე კონტე“ – Gazzetta-ს შეფასება