ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი - რონალდუს უეფას სპეციალურ ჯილდოს გადასცემენ
კრიშტიანუ რონალდუ უეფას სპეციალურ ჯილდოს მიიღებს, როგორც ჩემპიონთა ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი.
უეფას ინფორმაციით, პორტუგალიელ ფეხბურთელს პრიზს ორგანიზაციის პრეზიდენტი, ალექსანდრ ჩეფერინი გადასცემს.
„კრიშტიანუ რონალდუ ჩემპიონთა ლიგის თანავარსკვლავედში ერთ-ერთი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. მისი არაჩვეულებრივი მიღწევები როგორც ჩანს, დროს გაუძლებს, რაც მომავალი თაობებისთვის გამოწვევაა. მისი პროფესიონალიზმი, შრომისმოყვარეობა და საუკეთესო მოედნებზე კაშკაშის უნარი არის თვისებები, რომელსაც ფეხბურთელებმა მსოფლიო მასშტაბით უნდა მიბაძონ“, - განაცხადა ჩეფერინმა.
კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგაზე 183 მატჩი ჩაატარა და 140 გოლი გაიტანა. ის ლიონელ მესის 11 გოლით უსწრებს. ამ სიაში კი მესამე ადგილს რობერტ ლევანდოვსკი იკავებს.