ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, დარიო მარკოლინი
Aa
Aa

დღეს ის სრულყოფილი მოთამაშეა | მარკოლინი კვარაზე

რომის „ლაციოსა“ (1992-00) და „ნაპოლის“ (2003-04) ყოფილმა ფეხბურთელმა და სპორტულმა კომენტატორმა, დარიო მარკოლინიმ იტალიურ მედიასთან ხვიჩა კვარაცხელიას ბოლო თამაში შეაფასა და მას სრულყოფილი მოთამაშე უწოდა.

რა თქვა მარკოლინიმ:

„როდესაც მოთამაშე ძლიერია, მას ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ჩვენ ვნახეთ კვარაცხელია, რომელმაც თამაში ფლანგზე დაიწყო. დიდი ფეხბურთელები თავად ირჩევენ პოზიციას, თუმცა ის ახალ როლს თავს კარგად ართმევს. კვარაცხელია არაპროგნოზირებადია, რადგან ის მარჯვენა ფეხით თამაშობს, მაგრამ მარცხენითაც არაჩვეულებრივ თამაშებს აჩვენებს. დღეს ის სრულყოფილი მოთამაშეა - ჩვენ ბოლოს და ბოლოს, ვნახეთ ტექნიკური ლიდერი, როგორიც ის ადრე იყო“.

შეგახსენებთ, რომ „ბოლონიას“ წინააღმდეგ, კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი გარემარბი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მისმა გუნდმა სერია A-ს ახალ სეზონში, პირველი გამარჯვება იზეიმა - 3:0.

„ნაპოლი'' იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში „პარმას'' მიიღებს (31 აგვისტო), შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კალაიო: „ნაპოლი ისევ კვარამ ამოქოქა“
კალაიო: „ნაპოლი ისევ კვარამ ამოქოქა“