სერხიო რამოსი, ილია თოფურია
Aa
Aa

რამოსმა და თოფურიამ ერთად ივარჯიშეს | ილიამ განსაკუთრებული საჩუქარი მიიღო

UFC-ის ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ილია თოფურიამ ესპანეთის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელთან, სერხიო რამოსთან ერთად ივარჯიშა.

როგორც ილიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, ვარჯიშის შემდეგ ესპანელმა ფეხბურთელმა ქართველ მებრძოლს თავისი ბუცები და მაისური აჩუქა, რომლითაც რამოსმა 2021 წელს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თბილისში ითამაშა.

View this post on Instagram

A post shared by El Matador (@iliatopuria)

ილია თოფურია მომდევნო ჩხუბს 26 ოქტომბერს გამართავს. „ელ მატადორი“ ლეგენდარულ მებრძოლს, მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება და ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ახალი ჩემპიონი გვეყოლება“ | ომალის ვარაუდი ილიასა და ჰოლოუეის ჩხუბზე
„ახალი ჩემპიონი გვეყოლება“ | ომალის ვარაუდი ილიასა და ჰოლოუეის ჩხუბზე