8 ფეხბურთელი, რომელმაც დიდ ტრანსფერზე უარი თქვა
ფეხბურთელები, რომლებიც დიდი თანხის სანაცვლოდ, სხვა კლუბში გადასვლაზე უარს ამბობენ, იშვიათი გამონაკლისები არიან და მოთამაშეები, რომლებიც მხოლოდ ერთ გუნდში რჩებიან, კიდევ უფრო იშვიათი.
თუმცა მსგავსი შემთხვევები მსოფლიო საფეხბურთო ისტორიას მაინც შემორჩა, თანამედროვე ეპოქაშიც კი.
1. ალან შირერი („ნიუკასლი“)
ალან შირერ „ბლექბერნ როვერსში“ თამაშის დროს ინგლისის ჩემპიონი გახდა და ორჯერ „ოქროს ბუცი“ მოიპოვა.
შირერს ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ლეგენდარული თავდამსხმელი მუდამ მოწოდების სიმაღლეზე იყო და მისი გადმობირებით ევროპული გრანდები ხშირად ინტერესდებოდნენ.
გამონაკლისი არც „მანჩესტერ იუნაიტედი" ყოფილა. ალექს ფერგიუსონმა შირერის შეძენა ორჯერ სცადა, თუმცა ორივეჯერ უარყოფითი პასუხი მიიღო.
მასზე გამოცხადებული ნადირობის მიუხედავად, შირერმა გადაწყვიტა თავის მშობლიურ კლუბში - „ნიუკასლში“ გადასულიყო. პირველ სეზონში მან კიდევ ერთი „ოქროს ბუცი“ მოიპოვა.
სეზონის დასრულების შემდეგ, მისი გადაბირება „ბარსელონას“ მწვრთნელმა, სერ ბობი რობსონმა სცადა, თუმცა უშედეგოდ. ალან შირერი კარიერის დასრულებამდე, „ნიუკასლის“ ერთგული დარჩა - მან ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო, თუმცა პრემიერ-ლიგაში 260 გოლი გაიტანა, რის გამოც ის ლიგის ისტორიაში ყველაზე შედეგიანი ფორვარდი გახდა.
2. ალესანდრო დელ პიერო („იუვენტუსი“)
2006 წელს, სულ რამდენიმე თვის შემდეგ, რაც ალესანდრო დელ პიერომ „იუვენტუსთან“ ერთად, მსოფლიო ჩემპიონატი და სკუდეტო მოიგო, მისი გუნდი საფეხბურთო სკანდალის (სკანდალი, რომელშიც გარეულნი აღმოჩნდნენ იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატის ორი უმაღლესი ლიგის, სერია A-ს და სერია B-ს გუნდები. 2006 წლის მაისში იტალიის პოლიციამ ფარულ გარიგებებში და ჩემპიონატის თამაშებზე სასურველი მსაჯების დანიშვნაში ამხილა იტალიური საფეხბურთო კლუბები, მათ შორის მოქმედი ჩემპიონი იუვენტუსი, მილანი, ფიორენტინა, ლაციო და რეჯინა) გამო, სერია B-მდე ჩამოქვეითდა.
ამ სკანდალის გამო, ბევრი გავლენიანია მოთამაშე სხვა ელიტურ ევროპულ კლუბში გადავიდა. მათ შორის იყვნენ ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პატრიკ ვიეირა და ფაბიო კანავარო.
თუმცა ზოგიერთმა საკვანძო მოთამაშემ კლუბში დარჩენა გადაწყვიტა, მათ შორის იყო დელ პიერო, რომელმაც თქვა: „ნამდვილი ჯენტლმენი თავის ლედის არასდროს ტოვებს“.
დელ პიერომ „ბებერი ქალბატონი“ სერია A-ში დააბრუნა და ის კლუბში რჩებოდა მაშინაც, როდესაც სათადარიგოთა სკამზე იჯდა.
3. ფრანჩესკო ტოტი („რომა“)
დელ პიერო ერთადერთი კულტი არ არის თანამედროვე იტალიური ფეხბურთის ისტორიაში და არც ერთადერთი 10 ნომერი, რომელსაც თავისი ერთგულების გამო, თაყვანს სცემენ.
არავის აღუწერია ტოტის შემთხვევა იმაზე უკეთესად, ვიდრე მის ყოფილ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის, როდესაც თქვა: „კოლიზეუმის რომიდან გადატანა უფრო მარტივი იქნებოდა“.
25 წლის განმავლობაში, არც ერთი შემოთავაზება არ ყოფილა ისეთი მაცდური, რომ ტოტის „რომაზე“ უარი ეთქვა.
„რეალიდან“ მიღებული შეთავაზების შემდეგ, „რომას“ მეფის პასუხი ასეთი იყო: „სკოლაში გვასწავლიდნენ, რომ ოჯახი ყველაზე მთავარია. ოდესმე გსმენიათ, რომ ვინმეს მიეტოვებინოს ღარიბი მშობლები, რათა მდიდარ უცნობებთან ეცხოვრა?“.
4. სტივენ ჯერარდი („ლივერპული“)
სტივენ ჯერერდის კარიერაში განსაკუთრებული მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალი იყო, რომელიც სტამბულში გაიმართა და „ლივერპულის“ გულშემატკივრების გულში სამუდამოდ დარჩება.
მეორე ტაიმის დასაწყისში, ჯერადის გუნდი 3-0 ნადგურდებოდა „მილანთან“. ამ მატჩის შემობრუნება ყველას წარმოუდგენელი ეგონა, თუმცა მოხდა სასწაული და ზუსტად 6 წუთში „ლივერპულმა“ 3 გოლი გაიტანა, რაშიც სტივენ ჯერარდის წვლილი უდიდესი იყო. საბოლოოდ „წითლებმა“ ეს მატჩი პენალტების სერიაში მოიგეს. ჯერარდი ფინალის საუკეთესო მოთამაშედ და 2005 წლის ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
ამ დაუვიწყარი ფინალის შემდეგ სტივმა განაცხადა, რომ არსად წასვლას არ აპირებდა „ლივერპულიდან“ და რეკორდული შემოთავაზებაზე, კვირაში 100 000 გირვანქა სტერლიგის ოდენობით ხელფასზეც კი უარი თქვა და არ გადავიდა ლონდონის „ჩელსიში“.თელად დასახელდა.
თუმცა „ლივერპული“ მისი ერთადერთი კლუბი არ ყოფილა - ჯერარდმა 2 წელი „ლოს-ანჯელეს გელაქსში“ გატარა.
5. პაველ ნედვედი („იუვენტუსი“)
„იუვენტუსმა“ ჩეხ ფეხბურთელს იმედი გაუცრუა, როდესაც 2009 წელს, კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი უთხრა.
„ინტერის“ მაშინდელმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ ნედვედს მის კლუბში გადასვლა შესთავაზა.
ჩეხმა კარგად იცოდა, რამდენად კარგი იყო პორტუგალიელი სპეციალისტი, მაგრამ შეთავაზებაზე უარი თქვა, მიზეზი კი ერთი იყო - მისი ყოფილი გუნდისა და „ინტერის“ მეტოქეობა.
„მე ვიყავი და ვრჩები იუვენტინოდ, ამიტომაც ვთქვი უარი. მე იმდენად მიყვარდა „იუვენტუსი“, რომ „ინტერში“ გადასვლა არ შემეძლო“, - ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება ნედვედმა მოგვიანებით.
6. ჯეიმი ვარდი („ლესტერ სიტი“)
2016 წლის ზაფხულში, „არსენალმა“ 20 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ, ჯეიმი ვარდის ყიდვა სცადა, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა 24 გოლი გაიტანა და „ლესტერ სიტის“ პრემიერ-ლიგის ისტორიული ტიტული მოუტანა.
მიუხედავად იმისა, რომ ვარდი „არსენალში“ გადასვლაზე სერიოზულად ფიქრობდა და შვილებისთვისაც კი უკვე სკოლებს არჩევდა, შეთავაზებაზე უარი თქვა და კლუბში დარჩა.
7. მარეკ ჰამშიკი („ნაპოლი“)
სლოვაკი ფეხბურთელი „ნაპოლიში“ 2007-2019 წლებში თამაშობდა. კლუბის ვარსკვლავი სხვადასხვა დროს „ბავარიის“, „იუვენტუსის“ და პრემიერ-ლიგის საუკეთესო გუნდების სამიზნე იყო, მაგრამ მან გადასვლა არ ისურვა.
„მე უფრო მეტი მსურს, ვიდრე ფული და თასები - მე მჭირდება, რომ სულში რაღაც ვიგრძნო“- თქვა მან.
8. მარტინ სუბიმენდი („რეალ სოსიედადი“)
სუბიმენდიმ უარი თქვა „მანჩესტერ იუნაიტედში“, „არსენალსა“ და „ბავარიაში“ გადასვლაზე, რათა თავის საყვარელ „რეალ სოსიედადში“ დარჩენილიყო.
„მე აქ ბედნიერი ვარ, რადგან თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში“, - განაცხადა ესპანელმა ფეხბურთელმა.
მიმდინარე წლის ზაფხულში, მისი გადაბირება „ლივერპულმა“ სცადა, მაგრამ სუბიმენდიმ უარი თქვა.