Goal-მა კვარა ტურის სიმბოლურში შეიყვანა | „უბრალოდ შეუჩერებელი იყო“
ავტორიტეტულმა სპორტულმა გამოცემა Goal-მა „ნაპოლის“ ქართველი შემტევი ხვიჩა კვარაცხელია სერია ა-ს მე-2 ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.
კვარასთან ერთად ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა „ნაპოლის“ კიდევ ორი ფეხბურთელი - ჯოვანი დი ლორენცო და ალესანდრო ბუონჯორნო.
რას წერს გამოცემა კვარაზე:
„ბოლონიას“ წინააღმდეგ კვარა ისევ ისეთი იყო, როგორც მის საუკეთესო დღეებში. მან მეორე გოლი გაიტანა, თუმცა კვარაცხელიას თამაშში ბევრი სხვა პოზიტიური მომენტიც იყო. მან ბურთი ხარიხას გაარტყა, საუცხოო საგოლე გადაცემა გაუკეთა დი ლორენცოს და უბრალოდ შეუჩერებელი იყო“.
????Il debutto con goal di #Savona
— GOAL Italia (@GoalItalia) August 27, 2024
???? Le magie di #Kvaratskhelia
Juventus e Napoli dominano la Top 11 della 2ª giornata di Serie A ???? pic.twitter.com/EqWlCBfLEu
„ნაპოლი'' იტალიის ჩემპიონატის მესამე ტურში „პარმას'' მიიღებს (31 აგვისტო), შემდეგ კი ქართველი ფეხბურთელი ეროვნული ნაკრების შეკრებაზე გაემგზავრება.