მარკო ვან ბასტენი, ტრანსფერები
Aa
Aa

მარკო ვან ბასტენი: სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს

ლეგენდარული ნიდერლანდელი ფეხბურთელი მარკო ვან ბასტენი მიიჩნევს, რომ სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე უნდა იხურებოდეს.

„ყოველ წელს ერთი და იგივე რამ მეორდება. უკვე 20 წელია. სეზონი იწყება აგვისტოს შუა რიცხვებში, ტრანსფერების განხორციელების ბოლო დღე კი სექტემბერშია. რატომ ხდება ასე?

თუ სატრანსფერო ფანჯარა სეზონის დაწყებამდე დაიხურება, მატჩების ყურება უფრო სასიამოვნო გახდება. გუნდები უფრო შეთამაშებულები იქნებიან. ზოგიერთი კლუბი ახლაც ყიდის ფეხბურთელებს, ეს ხომ ყოველგვარ აზრს არის მოკლებული?

როდესაც ფიფაში ვმუშაობდი, ამაზე არაერთხელ მისაუბრია, თუმცა ისინი არავის უსმენენ. მაგალითად, შესაძლებელია სეზონის უფრო გვიან დაწყება. მათ კალენდარზე მეტი უნდა იმუშაონ“, - განაცხადა ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ევროპის წამყვან ჩემპიონატებში 30 აგვისტოს დაიხურება. თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში სატრანსფერო პერიოდი ჯერ კიდევ იმოქმედებს - მაგალითად, თურქეთში კლუბები ტრანსფერების განხორციელებას 13 სექტემბრამდე, ხოლო საუდის არაბეთში - 6 ოქტომბრამდე შეძლებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოლმო დაარეგისტრირეს - ბარსელონამ პრობლემა მოაგვარა
ოლმო დაარეგისტრირეს - ბარსელონამ პრობლემა მოაგვარა