გიორგი მიქაუტაძე, ხორხე სამპაოლი, პიერ საჟი
Aa
Aa

მიქაუტაძის „ლიონი“ მწვრთნელს ათავისუფლებს? | ცნობილია სავარაუდო შემცვლელის ვინაობაც

მიქაუტაძის „ლიონში“ შესაძლოა მწვრთნელი შეიცვალოს. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Foot 01 წერს. მისი ინფორმაციით, ორ ტურში განცდილი ორი მარცხის შემდეგ გუნდის თავკაცი პიერ საჟი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. სატრანსფერო ბაზარზე 140 მილიონი ევროს დახარჯვის შემდეგ გუნდი სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა, ამიტომ კრიტიკის მთავარი ობიექტი სწორედ პიერ საჟია.

როგორც გამოცემა წერს, უახლოეს ტურებში „ლიონს“ რთული მატჩები ელის, გუნდი „სტრასბურს“, „ლანსს“ და „მარსელს“ შეხვდება.

„22 სექტემბერი შეიძლება გახდეს ის თარიღი, როდესაც საჟმა შესაძლოა ადგილი დაკარგოს... მან უხეში შეცდომები დაუშვა როგორც შემადგენლობის შერჩევის, ასევე ტაქტიკის და თამაშის წაკითხვის მხრივ. პიერ საჟი თავს ვერაფრით გაიმართლებს. მას გუნდის მოსამზადებლად 6 თვე ჰქონდა, კლუბმა სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად იმუშავა“, - წერს გამოცემა.

Foot 01 ასევე აღნიშნავს, რომ პიერ საჟზე ზეწოლა შეიძლება გაიზარდოს იმ ფაქტის გათვალისწინებითაც, რომ ლიონში რამდენიმე დღის წინ ხორხე სამპაოლი იმყოფებოდა.

„ლიონის“ ამერიკელი მფლობელი ჯონ ტექსტორი ისეთი ტიპის მმართველია, რომელიც საგანგებო სიტუაციაში სწრაფად მოქმედებს და განმარტებებისთვის არ იცლის. გასულ წელს „ბოტაფოგოში“, რომელიც ასევე ტექსტორს ეკუთვნის, მწვრთნელები ერთმანეთს ძალიან სწრაფად ცვლიდნენ, იმიტომ რომ გუნდს ცუდი შედეგები ჰქონდა.

რაც შეეხება სამპაოლის, ის ამჟამად უგუნდოდაა, წარსულში კი „სევილიას“,ჩილესა და არგენტინის ნაკრებებს, „მარსელს“, „სანტოსს“ და „ატლეტიკო მინეიროს“ წვრთნიდა, მისი ბოლო კლუბი კი „ფლამენგო“ იყო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საჟი: “მიქაუტაძე ფლანგზე? წარსულში უთამაშია და ახლაც შეეძლო თამაში“
საჟი: “მიქაუტაძე ფლანგზე? წარსულში უთამაშია და ახლაც შეეძლო თამაში“