ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„როგორც იქნა გათავისუფლდა“ | რას ამბობს Gazzetta-ს ჟურნალისტი კვარაზე

Gazzetta dello Sport-ის ჟურნალისტმა, ალექს ფროსიომ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. ფროსიო „ბოლონიას“ წინააღმდეგ „კვარას“ მიერ ნაჩვენებ თამაშს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქართველ ფეხბურთელს დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია.

„ნაპოლი ცოტათი შეშინებული იყო, მაგრამ ბოლონიასთან მატჩში, უარყოფით ემოციებს არ აჰყვა. კონტემ მდგომარეობა შემოატრიალა და ეს შთამბეჭდავი იყო. ანტონიოს კიდევ ბევრი აქვს სამუშაო, მაგრამ რომელუ ლუკაკუს ტრანსფერი ძალიან დაეხმარება.

დაბრუნდა თუ არა კვარაცხელია? კი, და ლუკაკუსთან და დავიდ ნერეშთან ერთად, მას კიდევ უფრო დიდი პროგრესის მიღწევა შეუძლია. კვარა ტოპ დონის ფეხბურთელია, რომელიც როგორც იქნა, დაცვაში ბევრი სირბილისგან გათავისუფლდა. საგოლე გადაცემა, რომელიც ჯოვანი დი ლორენცოს გაუკეთა, სამეცნიერო ფანტასტიკიდან იყო. კვარას შეუძლია სკუდეტოს ფორმას დაუბრუნდეს ან სულაც, უკეთესი ფეხბურთი აჩვენოს“.

შეგახსენებთ, რომ „ბოლონიას“ წინააღმდეგ, კვარაცხელიამ გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა. ქართველი გარემარბი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა და მისმა გუნდმა სერია A-ს ახალ სეზონში, პირველი გამარჯვება იზეიმა - 3:0.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გამოსავალი მწვრთნელმა იპოვოს“ - ლაკაზეტის პასუხი მიქაუტაძეზე
„გამოსავალი მწვრთნელმა იპოვოს“ - ლაკაზეტის პასუხი მიქაუტაძეზე