დომინიკ ტიმი
Aa
Aa

ბოლო მატჩი დიდი სლემის ტურნირზე - ტიმი ქომაგებს დაემშვიდობა

დომინიკ ტიმმა დიდი სლემის ტურნირებზე კარიერის უკანასკნელი მატჩი ჩაატარა. 30 წლის ავსტრიელმა ჩოგბურთელმა რამდენიმე თვის წინ საჯაროდ განაცხადა, რომ 2024 წელი მის კარიერაში უკანასკნელი იქნებოდა, წლის ბოლო დიდი მუზარადის შეჯიბრებას კი ის პირველივე წრეში გამოეთიშა. US OPEN-ის საწყის რაუნდში ტიმი გათამაშების მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელს, ამერიკელ ბენ შელტონს დაუპირისპირდა და სამ სეტში, 4:6, 2:6, 2:6 დამარცხდა.

ტიმი, რომელსაც უკანასკნელ პერიოდში მაჯის გარდა, მუხლის სერიოზული ტრავმაც აწუხებდა, ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებული 2020 წელს გახდა. გარდა ამისა ის ორჯერ როლან გაროსის, ერთხელ კი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტია. წლის შემაჯამაბელი ტურნირის გადამწყვეტ შეხვედრებში მონაწილეობის უფლება ორჯერ, 2019 და 2020 წლებში მოიპოვა, თუმცა ორივე შემთხვევაში დამარცხდა.

აქვე გეტყვით, რომ დომინიკ ტიმს როჯერ ფედერერი და ნოვაკ ჯოკოვიჩი- ხუთჯერ, ხოლო რაფაელ ნადალი ექვსჯერ ჰყავს დამარცხებული. ბოლო ტურნირი მის კარიერაში ოქტომბერში ჩატარდება, რომელსაც ავსტრიელი ჩოგბურთელის მშობლიური ქალაქი ვენა უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაჯის ტრავმა ვერ მოირჩინა - ტიმისთვის სეზონი დასრულებულია
მაჯის ტრავმა ვერ მოირჩინა - ტიმისთვის სეზონი დასრულებულია