გიორგი მიქაუტაძე, ალექსანდრ ლაკაზეტი
Aa
Aa

„გამოსავალი მწვრთნელმა იპოვოს“ - ლაკაზეტის პასუხი მიქაუტაძეზე

უკვე ზედიზედ მერამდენე სეზონია „ლიონი“ სეზონს საშინლად იწყებს და ნაცვლად იმისა, რომ დიდი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე კლუბმა ჩემპიონობისთვის თუ არა, ევროტურნირების საგზურისთვის მაინც იბრძოლოს, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება.

სწორედ ამაზეა გაკეთებული Footbal.fr-ის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში და აღნიშნულია ის ფაქტი, რომ კლუბს, რომელსაც თავდასხმაში ალექსანდრ ლაკაზეტი ჰყავს, ხოლო ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე დაიმატა, ორი ტურის შემდეგ ერთი გოლიც კი არ აქვს გატანილი. წერილის ავტორმა გამოაქვეყნა „მონაკოსთან“ გამართული მატჩის დასრულების შემდეგ ლაკაზეტის პასუხი ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად შეძლებენ ისეთი ერთნაირი სტილის მოთამაშეები დუეტში თამაშს, როგორებიც ის და მიქაუტაძე არიან.

რას ამბობს ლაკაზეტი

ამასთან დაკავშირებით გამოსავალი მთავარმა მწვრთნელმა უნდა იპოვოს, რადგან როგორც ტაქტიკა-შემადგენლობის შერჩევაზე, ასევე საბოლოო შედეგებზე პასუხისმგებლობა მას ეკისრება.

მე ვასრულებ პიერ საჟის დავალებებს. თუმცა, ახლა რომ დავიწყოთ ჩემზე და მიქაუტაძეზე საუბარი, ეს რაღაც მხრივ სხვა ფეხბურთელების შეურაცხყოფა იქნება, რადგან ვინც იმსახურებს, იმან უნდა ითამაშოს და კლუბი ცალკეული ინდივიდების ირგვლივ არ ტრიალებს.

ლაკაზეტის უცნაური და მკაცრი პასუხების შემდეგ, დაიწერა იმის თაობაზე, რომ მასსა და მიქაუტაძეს შორის დაძაბული ურთიერთობაა, რასთან დაკავშირებითაც კლუბის ხელმძღვანელები კომენტარის გაკეთებაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ. პარასკევს, 30 აგვისტოს, საფრანგეთის ლიგა 1-ის მესამე ტურში „ლიონი“ „გრუპამა სთედიუმზე“ „სტრაბურგს“ უმასპინძლებს და მატჩი თბილისის დროით, 22:45 წუთზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძე: ჩემი პოზიცია 9 ნომერია, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა
მიქაუტაძე: ჩემი პოზიცია 9 ნომერია, მაგრამ მწვრთნელმა ასე გადაწყვიტა