ბარსელონა, ლევერკუზენი, ჯონათან ტა
Aa
Aa

ოპერაცია ტა - ბარსელონას ცენტრალური მცველი სჭირდება

როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის ბარსელონას დაცვის ხაზში პრობლემები აქვს. გუნდი დატოვა სერხი რობერტომ, ტრავმირებულები არიან რონალდ არაუხო და კრისტენსენი.

სწორედ ამის გამო, კატალონიურმა გრანდმა ახალი ცენტრალური მცველის ძიება დაიწყო. ამ საკითხთან დაკავშირებით, გერმანელი ჟურნალისტი ფლორიან პლატენბერგი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილი გახდა, რომ ბალუგრანას ჯონათან ტას გადაბირება სურს. პლატენბერგის ინფორმაციით, მხარეებს შორის პირველადი კომუნიკაცია შედგა. ჯერჯერობით, ლევერკუზენის პასუხი უცნობია, თუმცა არსებობს ერთი გარემოება.

28 წლის უკანახაზელს ბაიერთან კონტრაქტი 2025 წლის ივნისში ეწურება და გახანგრძლივებას არ ჩქარობს. ეს ფაქტორი ალონსოს გუნდს მისი გაყიდვისკენ უბიძგებს, რადგან არის საშიშროება, რომ მომავალ წელს ტა უფასოდ წავა.

ამის პარალელურად, ჯონათანის გადაბირებით ბაიერნიც ინტერესდება და გამორიცხული არ არის, რომ გერმანელმა გეზი სწორედ რეკორდმაისტერისკენ აიღოს.

შეგახსენებთ, რომ ტა ლევერკუზენს 2015 წელს შეუერთდა. 2015 წლიდან დღემდე, ყველა ტურნირზე ერთად 355 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 14 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “არ ვფიქრობ, რომ მბაპემ ფლანგზე უნდა ითამაშოს“
ანჩელოტი: “არ ვფიქრობ, რომ მბაპემ ფლანგზე უნდა ითამაშოს“