ნიკოლოზ ბასილაშვილი
Aa
Aa

დელავედოვას მოუგო - ბასილაშვილი კომოს ჩელენჯერზე ითამაშებს

ნიკოლოზ ბასილაშვილმა კომოს ჩელენჯერის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა და ფინალში მეთიუ დელავედოვას დაუპირისპირდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა ორ სეტში 7:6 6:2 გაიმარჯვა და კომოს ჩელენჯერზე გავიდა. პირველი სეტი საკმაოდ დაძაბული გამოდგა.

ნიკოლოზმა დამაჯერებლად დაიწყო და ორი ბრეიკი შეასრულა. მეტიც, სეტზეც აწვდიდა, თუმცა  ავსტრალიელმა მატჩის შემობრუნება შეძლო და ზედიზედ ორჯერ მოიგო ქართველის ჩაწოდება.

იმ დროს, როდესაც ანგარიში 5:5 იყო, ბასილაშვილმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა, მაგრამ სეტზე ჩაწოდებისას კვლავ არაზუსტი აღმოჩნდა. საბოლოოდ, პირველი სეტის მოგებული ტაი-ბრეიკმა გამოავლინა. ნიკოლოზმა 7:2 მოიგო.

მეორე სეტის მეექვსე გეიმამდე ავსტრალიელი დამაჯერებელი იყო, თუმცა შემდეგ საკუთარი ჩაწოდება ზედიზედ ორჯერ წააგო და ბასილაშვილმა მარტივად გაიმარჯვა.

ცნობისთვის, კომოს ჩელენჯერის საპრიზო ფონდი 74 825 ევრო გახლავთ. ბასილაშვილი პირველ წრეში პირველ ნომრად განთესილ სლოვაკ ჯოზეფ კოვალიკს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ალკარასი: “მე და ნადალი იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ ოცნება ავიხდინე“
ალკარასი: “მე და ნადალი იმედგაცრუებულები ვიყავით, მაგრამ ოცნება ავიხდინე“