იანიკ სინერი
Aa
Aa

„არანაირი ორმაგი სტანდარტი არ ყოფილა“ - სინერი თავს იმართლებს

ცნობილმა იტალიელმა ჩოგბურთელმა იანიკ სინერმა ორჯერ ჩააბარა დადებითი დოპინგტესტი, მაგრამ დისკვალიფიკაციას გადაურჩა, რაც საჩოგბურთო სამყაროში იშვიათი მოვლენაა. ანაბოლური სტეროიდის, კლოსტებოლის კვალი მის სისხლში ინდიან უელსის მასტერსის დროს აღმოაჩინეს, მაგრამ იტალიელმა დაამტკიცა, რომ ამ საქმეში ბოლომდე მართალი იყო.

სწორედ ამასთან დაკავშირებით სინერის მიმართ შერბილებულ დამოკიდებულებაში ATP-ის ხელმძღვანელობას ბრალი ბევრმა დასდო და იტალიელს ბოლო პერიოდში თავის მართლების რეჟიმში უწევს ყოფნა.

რა თქვა სინერმა

ვეთანხმები იმ კრიტიკოსებს, რომლებიც აღნიშნავენ, რომ სხვა ჩოგბურთელებისგან განსხვავებით, მე მაქვს კარგი ადვოკატების დაქირავების საშუალება. დიახ, მაქვს, მაგრამ მათ ტყუილი არაფერი უთქვამთ და სიმართლე დაამტკიცეს.

აკრძალული პრეპარატი ჩემს ორგანიზმში ფიზიოთერაპევტის ბრალეულობით მოხვდა. მას ეს სპეციალისტი ჩემს თითზე ჭრილობის დასამუშავებლად იყენებდა და ამის შესახებ არც მე და არც მან არაფერი იცოდა.

ძალიან მიხარია, რომ ეს კოშმარი უკან მოვიტოვე, რადგან საშინელებაა იმის შეგრძნება, როდესაც ფიქრობ, რომ რაღაც სისულელის გამო შეიძლება მთელი კარიერა დაგენგრეს.

შეგახსენებთ, რომ დოპინგსკანდალის შემდეგ, სინერს მხოლოდ ინდიან უელსის მასტერსზე მოპოვებული 400 სარეიტინგო ქულა ჩამოაკლეს და სხვა სასჯელი მასზე არ გავრცელებულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ორ ლეგენდასთან და მაკინროისთან ერთად“ - ანდრე აგასის ირონია
„ორ ლეგენდასთან და მაკინროისთან ერთად“ - ანდრე აგასის ირონია