ისლამ მახაჩევი, შონ ომალი, ჯონ ჯონსი
Aa
Aa

ომალი: „ჩემთვის ჯონსი საუკეთესო არ არის“

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონმა შონ ომალიმ აღნიშნა, რომ მისთვის შერეული ორთაბრძოლების საუკეთესო მებრძოლი ჯონ ჯონსი არ არის და კატეგორიულად არ ეთანხმება ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს დანა უაითს, რომელიც თვლის, რომ სწორედ ჯონსია ყველაზე ძლიერი მეტოქე აბსოლუტურად ყველა სპორტსმენისთვის.

მერაბ დვალიშვილის მომავალი მოწინააღმდეგე აღნიშნავს, რომ ამჟამად ყველა წონითი კატეგორიის მებრძოლებს თუ მივიღებთ მხედველობაში, საუკეთესო ისლამ მახაჩევია და მასზე წინ ჯონსის დაყენება იმ უბრალო მიზეზის გამო არ შეიძლება, რომ ამერიკელი 3-4 წელიწადში ერთხელ ჩხუბობს და ამის მიხედვით შეფასებების გაკეთება რთულია.

შეგახსენებთ, რომ „შუგა“ ქამრისთვის ბრძოლას UFC 306-ზე 15 სექტემბერს მერაბ დვალიშვილთან ჩაატარებს და ამ ბრძოლას წინ უდიდესი აჟიოტაჟი უძღვის. ბოლო სკანდალური განცხადება, რაც მისი მხრიდან გაკეთდა, ომალის მწვრთნელის კომენტარი იყო, რომელმაც აღნიშნა, რომ გაუკვირდება, თუ ომალი-დვალიშვილის გამარჯვებულის ვინაობა მსაჯების გადაწყვეტილებამდე არ გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი გაანადგურა - კონსტანტინე პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია (U17)
რუსი გაანადგურა - კონსტანტინე პეტრიაშვილი მსოფლიოს ჩემპიონია (U17)