ხამეს როდრიგესი, რაიო ვალეკანო
Aa
Aa

ევროპაში დაბრუნდა - ხამეს როდრიგესი ლა ლიგაში ითამაშებს

გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხამეს როდრიგესი კარიერას ევროპაში, კონკრეტულად კი ლა ლიგაში გააგრძელებდა.

კოლუმბიელი ნახევარმცველი რაიო ვალეკანოს დაუკავშირეს. სულ ცოტა ხნის წინ, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ მხარეებს შორის ყველანაირი შეთანხმება შედგა.

ხამესმა რაიო ვალეკანოსთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და სულ მალე ოფიციალური განცხადებაც გამოქვეყნდება. ჯერჯერობით, ხელშეკრულების დეტალები უცნობია.

შეგახსენებთ, რომ როდრიგესის უკანასკნელი კლუბი სან პაულუ იყო. ევროპაში დაბრუნება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც კოპა ამერიკაზე გაიბრწყინა. ხამესმა 1 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა. კოლუმბია კი ფინალში არგენტინასთან დამარცხდა.

ასევე შეგახსენებთ, ხამესს ლა ლიგაში თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. 2014/2020 წლებში ის მადრიდის რეალის ღირსებას იცავდა, თუმცა 2017/2019 წლებში ის ბაიერნში იყო განათხოვრებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები