მამარდამ სამედიცინო შემოწმება გაიარა | ლივერპულთან კონტრაქტი მალე გაფორმდება
„ვალენსიას“ ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა „ლივერპულში“ ტრანსფერის წინ სამედიცინო შემოწმება გაიარა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური გამოცემა Tribuna Deportiva ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამარდაშვილმა უკვე დატოვა სამედიცინო დაწესებულება, სადაც მას თან ახლდა აგენტი და „ლივერპულის“ წარმომადგენლები.
???????? Giorgi Mamardashvili ya pasa el reconocimiento médico para marcharse al @LFC acompañado de personal del club inglés y su agente
— Tribuna Deportiva (@TribunaVCF) August 26, 2024
✅ Todo acordado pic.twitter.com/c4kXo1W9rd
მანამდე ფაბრიციო რომანომ დაადასტურა, რომ „ლივერპულსა“ და „ვალენსიას“ შორის შეთანხმება მიღწეულია. მამარდა „წითლებთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ღამურები“ ფიქსირებული თანხის სახით 30 მილიონ ევროს მიიღებენ, კიდევ 5 მილიონი ევრო კი ადვილად შესასრულებელი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული. მამარდაშვილი კონტრაქტს ახლა მოაწერს ხელს, „ლივერპულს“ კი 2025 წლის ივლისში შეუერთდება. ამ სეზონს ის „ვალენსიაში“ გაატარებს.