ანჩელოტი: “არ ვფიქრობ, რომ მბაპემ ფლანგზე უნდა ითამაშოს“
ლა ლიგის მეორე ტურში მადრიდის რეალმა ვალიადოლიდს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. ცუდი მატჩი ჰქონდა კილიან მბაპეს, რომელმაც რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა.
ფრანგი სუპერვარსკვლავის გასვლის შემდეგ, სამეფო კლუბი გაცილებით უკეთ ათამაშდა და ეს ჟურნალისტებს არ გამოეპარათ. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე, კარლო ანჩელოტის სწორედ ამ საკითხზე დაუსვეს კითხვები.
ანჩელოტი:
„მე უკმაყოფილო არ ვარ. კილიანი ძალიან სწრაფი და სანახაობრივი თავდამსხმელია. ის ბურთის გარეშეც დიდებულად მოძრაობს. მას სამი შანსი ჰქონდა, თუმცა ვერ გამოიყენა. ეს დროებითია.
ვფიქრობ, ამ პოზიციაზე ის უამრავ გოლს გაიტანს. ამას ის ჩვეულებრივ აკეთებდა პარი სენ ჟერმენში. არ ვფიქრობ, რომ ის მარცხენა ან მარჯვენა ფლანგზე უნდა თამაშობდეს. ჩემს ტაქტიკაში მბაპე ცენტრალური თავდამსხმელი იქნება.“
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ მადრიდის რეალის შემადგენლობაში 3 მატჩი ჩაატარა და ჯერჯერობით მხოლოდ 1 გოლი აქვს გატანილი. ფრანგმა სუპერვარსკვლავმა თავის გამოჩენა უეფა-ს სუპერ თასზე ატალანტას წინააღმდეგ შეძლო.
რაც შეეხება ბლანკოსს, ორი ტურის შემდეგ ლა ლიგაში 4 ქულა აქვს. შემდეგ ტურში, სამეფო კლუბი ლას პალმასს ესტუმრება.