ფაბრიციო რომანო: დღეს მამარდა ლივერპულისთვის სამედიცინო შემოწმებას გაივლის
„ვალენსიას“ ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი დღეს „ლივერპულისთვის“ სამედიცინო შემოწმებას გაივლის. ამის შესახებ X-ზე იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს.
„დღეს ქართველი მეკარე სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რათა „ლივერპულს“ შეუერთდეს. შეთანხმება მიღწეულია როგორც 35 მილიონი ევროს გადახდაზე, ასევე ბონუსებზე. მამარდაშვილი კონტრაქტს ახლა მოაწერს ხელს, თუმცა „ლივერპულს“ 2025 წლის ივლისში შეუერთდება. ამ სეზონს ის „ვალენსიაში“ გაატარებს“, - წერს რომანო.
მისივე ინფორმაციით, მამარდა „წითლებთან“ 6-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. „ღამურები“ ფიქსირებული თანხის სახით 30 მილიონ ევროს მიიღებენ, კიდევ 5 მილიონი ევრო კი ადვილად შესასრულებელი ბონუსების სახით არის გათვალისწინებული.
???????? Giorgi Mamardashvili to Liverpool, here we go! Medical today for Georgian goalkeeper as he’s joining #LFC from Valencia.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 26, 2024
The agreement for €35m package plus sell-on clause will be signed now but he will join Liverpool in July 2025.
This season he’s staying in Valencia. ???? pic.twitter.com/8ut4HvCAxU
მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მამარდაშვილის „ლივერპულიდან“ წასვლის შემთხვევაში „ვალენსია“ ტრანსფერის ღირებულების 10%-ს მიიღებს.