ომალის მწვრთნელი: ძალიან გამიკვირდება, თუ დვალიშვილი მსაჯების გადაწყვეტილებამდე გაძლებს
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ჩემპიონის, შონ ომალის მთავარმა მწვრთნელმა, ტიმ უელჩმა Red Corner MMA-სთან ინტერვიუში ომალისა და მერაბ დვალიშვილის ბრძოლაზე ისაუბრა, რომელიც UFC 306-ის ფარგლებში გაიმართება.
„ძალიან გამიკვირდება, თუ მერაბი მსაჯების გადაწყვეტილებამდე გაძლებს. შონი სნაიპერია, ის მერაბზე უფრო მაღალია და უფრო შორს ურტყამს. არა მგონია, რომ ჩხუბი მსაჯების გადაწყვეტილებამდე გაგრძელდება. შონი ნოკაუტით მოიგებს“.
ომალის მწვრთნელმა ასევე ისაუბრა ილია თოფურიასა და მაქს ჰოლოუეის ჩხუბზე, რომელშიც ქართველი მებრძოლი საჩემპიონო ქამრის დაცვას პირველად შეეცდება,
„ილია VS. მაქსი ძალიან საინტერესო, მაგრამ ამავე დროს ძალიან საშიში ბრძოლაა. ორივე ძალიან ძლიერი მებრძოლია, კარგად იციან, რაში მდგომარეობს მათი უპირატესობა. ასეთ ბრძოლებში მხოლოდ საკუთარ ძლიერ მხარეებზე უნდა კონცენტრირდე“.
ილია თოფურია მომდევნო ორთაბრძოლას მაქს ჰოლოუეის წინააღმდეგ გამართავს და საჩემპიონო ქამრის დაცვას შეეცდება. „ელ მატადორისა“ და „დალოცვილის“ ჩხუბთან დაკავშირებით, UFC-ის მებრძოლებმა პროგნოზები გააკეთეს და მათი უმრავლესობა ჰოლოუეის გამარჯვებას ვარაუდობს.
მერაბ დვალიშვილი საჩემპიონო ქამრისთვის შონ ომალის წინააღმდეგ UFC 306-ზე იჩხუბებს, რომელიც თბილისის დროით 15 სექტემბერს გაიმართება და მას ლას-ვეგასში მდებარე „სფერო“ უმასპინძლებს.