ის შეიძლება ჩემზე უკეთესიცაა |ილია თოფურია ძმას ჩემპიონობას უწინასწარმეტყველებს
ილია თოფურიამ თავისი უფროსი ძმის, ალექსანდრე თოფურიას UFC-ში შანსები შეაფასა და თქვა, რომ ის მომავალი მსოფლიო ჩემპიონია.
„ელ მატადორის“ თმით, როდესაც ალექსანდრე ოქტაგონზე გავა, გულშემატკივრები მიხვდებიან, რამდენად კარგია ის.
„ალექსანდრე UFC-ის მომავალი მსოფლიო ჩემპიონია. ის შეიძლება ჩემზე უკეთესიცაა. ის ძალიან კარგი მებრძოლია და ხალხი ისიამოვნებს მისი ბრძოლით“, - თქვა ილია თოფურიამ MMA.Junkie-სთან ინტერვიუში.
ალექსანდრე თოფურია UFC-ის მებრძოლი აგვისტოს დასაწყისში გახდა. ამ დროისთვის მისი დებიუტის თარიღი და მოწინააღმდეგის ვინაობა უცნობია.
ალექსანდრე 28 წლისაა და ხუთიდან ხუთივე ბრძოლაში ფინიშით იმარჯვა, მისი ერთადერთი მარცხი კი 2015 წელს, ივო ივანოვთან იყო და ტექნიკური ნოკაუტით წააგო. ილიას მსგავსად, ალექსანდრეც მრავალმხრივი მებრძოლია და როგორც პარტერში, ისე დგომში გამოირჩევა.